სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

screen - Daiana Chopliani

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კვამლი ამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.

კომენტარები