ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კვამლი ამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.

ფოტო: screen - Daiana Chopliani
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.
სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.





