კრიმინალი

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.

არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებიან.

დილის 05:00 საათიდან პოლიციამ შტურმი დაიწყო, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ინტერპრესნიუსის ცნობით, შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე, კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები