სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, 1988 წელს დაბადებული პ.დ. ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთხელ ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





