ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი: ტაივანის დამოუკიდებლობა, ისევე როგორც კატალონიის, მარცხისათვის არის განწირული

Getty

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით ის ფაქტი, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ვერ შეძლო აჩვენებს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობაც ასევე განწირულია წარუმატებლობისათვის და რომ ნაციონალური ერთიანობა ყველა ქვეყნისათვის უმაღლესი მნიშვნელობის საკითხია.

"კატალონიის რეფერენდუმის მარცხი სრულად გვაჩვენებს რომ ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა უმთავრესი ევროვნული ინტერესია როგორც აღმოსავლეთისათვის, ასევე დასავლეთისათვის. შესაბამისად, ტაივანის დამოუკიდებლობა მარცხისათვის არის განწირული." განაცხადა ჩინეთის ტაივანის საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიმღები ოფისის სპიკერმა.

ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს ტაივანის პრეზიდენტად ცაი ინ-ვენი აირჩიეს. ჩინეთის აზრით მას ტაივანის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება სურს. თავად ცაი ინ-ვენის თქმით მას ჩინეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, თუმცა ტაივანის დემოკრატიას და უსაფრთხოებას დაიცავს.

ჩინეთმა ტაივანთან რეგულარული დიალოგის მექანიზმი შეაჩერა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გააძლიერა.

კომენტარები