საქართველოს პროკურატურა

დააკავეს პირი, რომელიც დაკავებულის ძმას ფულის სანაცვლოდ გათავისუფლებას დაპირდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ზ.თ. ბრალდებულ ტ.მ.-ს ძმას გაეცნო როგორც პროკურატურის თანამშრომელი და დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან.

"ამის შემდეგ დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ.-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებული ზ.თ.-ს მოთხოვნას დათანხმდა და 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი სრულად გადაუხადა, ხოლო ზ.თ. აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა" - აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.

კომენტარები