კევინ სპეისი

ფილმიდან "მსოფლიოს მთელი ფული" კევინ სპეისის ყველა კადრს ამოჭრიან

Variety.com

რიდლი სკოტის ფილმიდან "მსოფლიოს მთელი ფული" კევინ სპეისის ყველა კადრს ამოჭრიან და მას კრისტოფერ ფლამერის კადრებით ჩაანაცვლებენ.

ფილმის გადაღება უკვე დასრულებულია, მაგრამ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო მის კადრებს ახლიდან გადაიღებენ.

რიდლი სკოტის ფილმი ამერიკელ ნავთობის მაგნატზეა, რომლის შვილიშვილსაც მოიტაცებენ და ის მთელი ფილმის განმავლობაში მის დახსნას ცდილობს. კევინ სპეისი ფილმში საკმაოდ ხშირად ჩანდა, რადგან მას ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა.  

კომენტარები