კევინ სპეისი

კევინ სპეისის ახალი ფილმი კინოგაქირავებაში დეკემბერში გამოვა

კევინ სპეისის ახალი ფილმი Control დიდი ბრიტანეთის კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა. ოსკაროსანმა მსახიობმა მძაფრსიუჟეტიან თრილერში ხმოვანი როლი შეასრულა.

სპეისი ფილმში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. ის სერიული მკვლელია, რომელიც მსხვერპლებს ტელეფონით ესაუბრება. მის მიერ დაგებულ მახეში ბრიტანეთის შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრები მოხვდებიან.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ კევინ სპეისის რამდენიმე წლის განმავლობაში კინოროლებზე არ იწვევდნენ. 2018-2022 წლებში მხოლოდ ორ, იტალიურ და ხორვატიულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე წელს მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი Peter Five Eight გამოვა. 


ამერიკელი მსახიობი, კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ ოთხი კაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ საქმეზე გაამართლა. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.

"განსჯა ნაჩქარევი იყო და მანამ, სანამ პირველი შეკითხვა დაისვა ან პასუხი გაეცა, მე სამსახური დავკარგე, რეპუტაცია დავკარგე, ყველაფერი დავკარგე რამდენიმე დღეში". - მიმართა მან ნაფიცი მსაჯულებს.

ამასთან ერთად, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ნაფიცი მსაჯულებს.

კომენტარები