კევინ სპეისი

კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის საქმეზე ლონდონის სასამართლოში გამოცხადდა

ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი ლონდონში, სექსუალური ძალადობის საქმეების განხილვაზე სასამართლოში გამოცხადდა. მსახიობის სასამართლო პროცესი 4 კვირა გაგრძელდება.

კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა 2017 წელს დაადანაშაულა. ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ენტონი რეპი იყო. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო 4 საქმეში სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.

მალევე, 2022 წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის 7 ახალ საქმეზე ბრალი წარუდგინა.

მომჩივანი ერთი ადამიანი, მისი თქმით სექსუალური ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები 2001-2004 წლებში მოხდა. 

კომენტარები