მშენებლობები თბილისში

კალაძე დეველოპერებს: თბილისს აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რასაც შენარჩუნება სჭირდება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად და რაც მთავარია, თანმიმდევრულად.

მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.

მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს...  თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია.

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები