გიორგი ონიანის საქმე

მელია: ონიანი რომ ევროპულ საქართველოში გადასულიყო, დღეს ის თავისუფალი იქნებოდა

გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო ევროპულ საქართველოში, გოგა ონიანი დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და დაიწყებენ, როგორ წუხან თურმე, დღეს ის დაკავებული არ იქნებოდა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ადვოკატ გიორგი ონიანის სასამართლო დარბაზში დაკავებაზე. ცნობისთვის, ადვოკატს და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს თავად ნიკა მელიას წინაღმდეგაც. ე.წ. ქართუ ბანკის საქმის განხილვა 2013 წელს დაიწყო, მელია არცერთ ეტაპზე არ დაუკავებიათ.

კომენტარები