გიორგი ონიანის საქმე

კილაძე ონიანზე: დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს

ამ ადამიანთან დიდი ხანია, კითხვის ნიშნები მაქვს, ის კადრები, რომელიც ვიხილეთ, ეს ადამიანი, რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სხვადასხვა ეტაპის დროს, ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ მისი დაკავება მოხდა. რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. მგონი ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღესდღეობით დადგა ის მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გოგა ონიანის დაკავების შესახებ რუსთავი 2-თან საუბრისას.

კომენტარები