გიორგი ონიანის საქმე

უგულავა: მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი

გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება - წერტილი. გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს. მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

გიგი უგულავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას facebook-ზე ეხმაურება. ნიკა მელიამ თქვა, რომ გიორგი ონიანი თავისუფალი იქნებოდა ევროპულ საქართველოში რომ გადასულიყო.

კომენტარები