გიორგი ონიანის საქმე

ბესელია: ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა არ მგონია დამაჯერებელი იყოს

სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ის მტკიცებულებები იყო საკმარისი ბრალდების მიერ წარდგენილი, რაც მას ბრალად ედებოდა და გამამტყუნებელი განაჩენი არის გამოტანილი, ეს ნიშნავს, რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ  ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც იყო სამართალდამცველ სისტემაში და პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, ეს არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ალბათ იმ ძალადობას და ამართლებს იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, გიორგი ონიანის დაკავების შესახებ.

კომენტარები