ავტოავარია

9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ავარიაში ბრალდებულს, რა დროსაც ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა

ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ ყაზახეთის მოქალაქეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ავტოავარია 24 აგვისტოს მოხდა. გურიაში, სოფელ ჩიბათთან, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი - საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.   

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები