იაპონიის პოლიციამ დღეს მამაკაცი დააკავა, რომლის სახლში 9 დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს. ამათგან 8 ქალის, ხოლო ერთი ახალგაზრდა მამაკაცის გვამია.
მამაკაცი მოჭრილ თავებს სახლის გარეთ, მაცივარში ინახავდა.
პოლიციამ ტაკაჰირო შირაიშის მაშინ მიაგნო, როდესაც 23 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავს იძიებდა. გოგონას ტაკაჰიროსთან კონტაქტი ჰქონდა და სწერდა, რომ თავის მოკვლა სურდა.
27 წლის ტაკაჰირომ 9 ადამიანის მკვლელობა და გვამების დამალვის მიზნით დანაწევრება აღიარა.





