საპრეზიდენტო არჩევნები კენიაში

კენიაში გამეორებითი არჩევნები მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 98%-ით მოიგო

უჰურუ კენიატა
CNN

კენიის მოქმედმა პრეზიდენტმა, უჰურუ კენიატამ, გამეორებითი არჩევნები ქვეყანაში 98%-ით მოიგო, თუმცა კენიის საარჩევნო კომისიის მიხედვით, ოპოზიციის ბოიკოტის დამსახურებით მოსახლეობის აქტივობა არჩევნებზე მხოლოდ 39% იყო.

არჩევნების ოფიციალური შედეგები 30 ოქტომბერს გამოცხადდა, მაგრამ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების შესახებ საფრთხეზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო საუბარი. ოპოზიციის ლიდერმა და კენიატას მთავარმა ოპონონეტმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაილა ოდინგამ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ გამეორებით არჩევნებს ფარსი უწოდა.

ოპოზიციისგან გასხვავებით, არჩეულმა პრეზიდენტმა თავის გამარჯვებას ლეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომ არ ეშინია კიდევ ერთი გამეორებითი არჩევნების, თუ ოპოზიცია არ დანებდება და საქმეს კვლავ სასამართლომდე მიიყვანს.

კენიაში 2017 წლის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა მაშინ დარღვევების გამო კენიის უზენაესი სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ შედეგები არალეგიტიმურად სცნო. გადაწყვიტელების შესაბამისად, ქვეყანაში გამეორებითი არჩევნები დაინიშნა.

კენია აღმოსავლეთ აფრიკის უმდიდრესი ქვეყანაა და ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონალურ ცენტრად ითვლება.

კომენტარები