დავით სხირტლაძე

დავით სხირტლაძე: LGBT თემის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მეც კაშიასავით მოვიქცეოდი

Sportall.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან. 

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური ''სილკებორგის'' ფორვარდი დავით სხირტლაძე adjarasport-ს ესაუბრა.

"რა თქმა უნდა, აქციაში მონაწილეობა მისი ინიციატივა არ ყოფილა, ფეხბურთის ფედერაცია ავალდებულებს გუნდის კაპიტნებს მონაწილეობის მიღებას. გასულ სეზონში მსგავსი აქცია დანიაშიც იყო, ჩემი გუნდის, "სილკებორგის" კაპიტანი LGBT თემის წარმომადგენელთა წინააღმდეგია, თუმცა ფედერაციამ დაავალდებულა აქციაში მონაწილეობა. მან გააკეთა ის, რაც დაავალეს, სხვა გზა არ ჰქონდა. მათი [LGBT თემის] კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში კაშიას მსგავსად მოვიქცეოდი, რადგან დანიის ან ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ვერ შეაცვლევინებ აზრს."- თქვა დავით სხირტლაძემ.

კომენტარები