ლარის გაუფასურება

კობა გვენეტაძე: კურსის მოკლევადიან რყევაზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია

კობა გვენეტაძე
ტაბულა

"კურსის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია,"- ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, კურსის ფორმირებაზე კი გავლენას მრავალი ფაქტორი, მათ შორის საბაზრო მოლოდინებიც ახდენენ.

"ზოგადად, თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი კარგად იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა საგარეო შოკამდე არსებული დონისთვის კიდევ არ მიუღწევია ამას. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია,"- ამბობს გვენეტაძე.

გუშინ ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2.52-ს მიაღიწა, ევრო კი 2.96 ლარი ღირს.

ევროსთან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 20 სექტემბერს იყო, როდესაც მისი ღირებულება 2.9709 გახდა. დოლართან მიმართებით კი ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღირდა. 

კომენტარები