ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2017

მეჭიაური: ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე"

ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე".

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მეჭიაური არჩევნებს 1 ხმით იგებს და თიანეთის მერი ხდება.

კომენტარები