ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2017

გაბაშვილი: საკრებულოში ჩვენი ამოცანა იქნება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

,,ჩვენი მთავარი ამოცანა თბილისის საკრებულოში იქნება რაც შეიძლება ნაკლები მავნებლობა გავაკეთებინოთ და შევუტიოთ იმ იდეების განხორციელებისთვის, რომელიც სჭირდება თბილისს’’ -ამის შესახებ განცხადება, თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს სიის პირვერლმა ნოემერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

გაბაშვილის თქმითვე, აუცილებელია, რომ ოპოზიციამ ერთად მუშაობა შეძლოს.

,,არ უნდა გაგვიჭირდეს ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს პერტიული სხვაობები, მაგრამ ის, რაც თბილისს სჭირდება ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს,’’- ამბობს გაბაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, მიღებული პროცენტების მიხედვით, ევროპულ საქართველოს საკრებულოში სამი დეპუტატი ეყოლება.  

კომენტარები