კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს. პროტესტანტმა, რომელიც კონგრესის შენობაში ჟურნალისტებთან ერთად იდგა, რუსეთის პატარა დროშები შეძახილით „ტრამპი მოღალატეა“ პრეზიდენტს მაშინ ესროლა, როცა ის სენატის უმრავლესობის ლიდერთან მიტჩ მაკკონელთან ერთად რესპუბლიკელებთან ლანჩზე მიდიოდა.
პროტესტანტი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრამპის მოწინააღმდეგეთა დაჯგუფების Americans Take Action წევრი, რაიან კლეიტონია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა დროშებს ტრამპისთვის რეალური ზიანის მიყენება არ შეეძლოთ, კლეიტონი მაინც სახელმწიფო საფრთხის შემცველი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
რაიან კლეიტონმა რუსეთის დროშა პროტესტის ფორმად 24 ივლისსაც გამოიყენა. მაშინ მან დროშა აშშ-ს პრეზიდენტის სიძეს ჯარედ კუშნერს მიაწოდა და ავტოგრაფი თხოვა.





