ტელეკომპანია იმედმა ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-მა შეასრულა.
შედეგები 20:00 საათის მონაცემებით ასეთია:
კახა კალაძე - 53%
ზალიკო უდუმაშვილი - 14%
ალეკო ელისაშვილი - 14%
ელენე ხოშტარია - 5%
ირმა ინაშვილი - 4%
გიორგი ვაშაძე - 3%
კახა კუკავა - 3%
გიორგი გუგავა - 2%
იმედმა ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-ის დაუკვეთა. კომპანიამ პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 6 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. მათ გამოკითხეს ყოველი მე-6 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 საარჩევნო უბანში. ცდომილება +/- 2%-ია.
როგორც წესი, ეგზიტპოლი საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე ქვეყნდება, თუმცა ტელეკომპანიამ შედეგები 22:30-ს შემდეგ გამოაქვეყნა. ამის მიზეზად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ On.ge-სთან საუბარში აჟიოტაჟის თავიდან არიდების სურვილი დაასახელა.
იმედის, GDS-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით Gorbi-მ ეგზიტპოლის საველე სამუშაოები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ჩაატარა.