არჩევნები 2017

ხოშტარია: ხმა მივეცი რწმენას რომ ქალაქი შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ხმა მე-12 საარჩევნო უბანზე მისცა.

"ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე სგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას რომელიც მგონი რომ ამას სწორედ მოიტანს და ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას." განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. თბილისსა და რეგიონებში ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში უბნები 08:00-ზე გაიხსნა.

კომენტარები