იემენი

აშშ-ის უპილოტო დრონებმა იემენში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს

EPA

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით მათმა უპილოტო დრონებმა იემენში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. დაბომბვის სამიზნე ორი სოფელი იყო, რომელთა მიმართულებითაც დრონებმა 12 რაკეტა გაისროლეს. უცნობია გარდაცვლილთა რაოდენობა.

პენტაგონის განცხადებით ამ ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებას საწვრთნელი ბაზა ჰქონდა.

დაბომბილი სოფლებიდან ერთ-ერთი უპილოტო დრონების სამიზნე იანვარშიც გახდა, როდესაც მოიაზრებოდა, რომ ტერიტორიაზე ალ-ქაედას მებრძოლები იყვნენ განლაგებული. დაბომბვებს მაშინ 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 ქალი და ბავშვი. 

აშშ იემენში საუდის არაბეთის კოალიციას უჭერს მხარს, რომელიც ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურ დაბომბვებს ახორციელებს.

კომენტარები