ცნობილი ადამიანები

PINK-მა ემინემს გრძელი იმეილი გაუგზავნა, რეპერმა კი მას ერთი სიტყვით უპასუხა

NME.com

რამდენიმე დღის წინ Pink-ისა და ემინემის საერთო სიმღერა Revenge დაიდო. Entertaiment Weekly-თან საუბრის დროს Pink-მა გაიხსენა, როგორ შესთავაზა რეპერს მასთან ერთად სიმღერა და რა პასუხი მიიღო მისგან.

"მე და მაქსმა Revenge-ის ჩაწერა დავიწყეთ, რეპის პარტია მე დავწერე. ღვინოს ვსვამდით, სახლში მისულმა ვიფიქრე, რომ მეტი ღვინის დალევა კარგი იქნებოდა. ემინემს იმეილი გავუგზავნე, ამიტომ ეძახიან ალკოჰოლს სითხეს, რომელიც სიმამაცეს გმატებს. მე მას მივწერე - იცი, რომ მიყვარხარ. მომწონს როდესაც მუშაობს ერთიდაიმავე ადამიანებთან, მაგალითად რიანასთან. ის ჩემზე სექსუალურია, მაგრამ მე უფრო მხიარული ვარ. გრემიზე ვაპირებ რომ რეპის პარტია შევასრულო და მინდა რომ ეს ჩემთან ერთად გააკეთო. გრძელი იმეილი მივწერე, მან კი მხოლოდ "კარგი" მიპასუხა"- თქვა მომღერალმა. 

ემინემი ამ დროს რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდა, Revenge-ის დასრულებული ვერსია კი Pink-ს ოთხ დღეში გადაუგზავნა.

"მე მას კიდევ მივწერე, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც ოდესმე მომესმინა. მან ისევ იგივე "კარგი" მიპასუხა"- გაიხსენა Pink-მა.

კომენტარები