ლგბტქ უფლებები

თურქმა მწერალმა ელიფ შაფაქმა განაცხადა, რომ ბისექსუალია

Wall Street Journal

ცნობილმა თურქმა მწერალმა ელიფ შაფაქმა ნიუ იორკში TED Talks-ის დროს განაცხადა, რომ ის ბისექსუალია. 

შაფაქის თქმით, მას ამ დრომდე არ გაუმხელია ეს, რადგან ეშინოდა "სტიგმის, დაცინვისა და ზიზღის".

"მე ყოველთვის ხმამაღლა გამოვდიოდი უმცირესობების, ქალების, ლგბტ უფლებების დაუწერელი უფლებების დასაცავად, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ არასდროს მყოფნიდა გამბედაობა, მეთქვა, რომ მე თვითონ ბისექსუალი ვარ. იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა ჭორების, სტიგმის, დაცვინისა და ზიზღის, რომელიც ამ ყველაფერს მოყვებოდა. თუმცა, ცხადია, არავინ უნდა გაჩუმდეს კომპლექსებისა და შიშების გამო. როგორც მწერლები, ჩვენ ყოველთვის დავდევთ ამბებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დუმილიც საინტეერესოა - რაღაცები, რაზე საუბარიც არ შეგვიძლია. პოლიტიკური ტაბუ, კულტურული ტაბუ... ჩვენი პირადი დუმილიც საინტერესოა,"- ამბობს მწერალი. 

ელიფ შაფაქი თურქეთში ყველაზე პოპულარული მწერალი ქალია. ნოველების გარდა, შაფაქი ევროპასა და აშშ სხვადასხვა პლატფორმებზე პოლიტიკურ სტატიებსაც წერს. 

ის თურქულ და ინგლისურ ენებზე წერს და ამ დროისთვის მისი წიგნები უკვე 48 ენაზეა ნათარგმნი. შაფაქს ამ დროისთვის 15 წიგნი აქვს გამოქვეყნებული, რომელთაგანაც 4 - "ღირსება", "რწყილების სასახლე", "სტამბოლელი ნაბიჭვარი", "სიყვარულის 40 წესი" - ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. 

კომენტარები