საკონსტიტუციო ცვლილებები

საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს განიხილავს

parliament.ge

დღეს, 11:00-ზე, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. მრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევენ, რადგან "პრეზიდენტის შენიშვნები პოლიტიკურია". 

გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო. მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

გიორგი მარგველაშვილს მმართველმა გუნდმა გასულ კვირას სთხოვა, ვეტოს მხოლოდ ორ საკითხზე, ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა მუხლებსაც დაადებდა, მას დაძლევდნენ. 

კომენტარები