თვითმმმართველობის არჩევნები

ელისაშვილი: მე უარს ვამბობ პლაკატებზე, არ ავაჭრელებ ქალაქს

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ჩემი არც ერთი ბანერი არ არის თბილისში, სატელევიზიო რეკლამა ცოტაა და ჩემთვის ყველაზე იაფი საშუალება არის პლაკატები. ერთხანს ვფიქრობდით კიდეც, ხომ არ დაგვებეჭდა, თანაც სხვადასხვა სტამბა თითქმის უფასოდ გვთავაზობდა ამ პლაკატების დაბეჭდვას და შემოწირულობის სახით ჩუქებას. მაგრამ არ მინდა ტრადიციული, ნაცადი, სტერეოტიპული პოლიტიკური გზით სიარული და არ მინდა, რომ ჩემი სახე, წლების განმავლობაში და ჩემი პლაკატები თბილისს ამახინჯებდეს. არქიტექტურული სიმახინჯეები ისედაც ეყოფა ამ ქალაქს, ამიტომ მე უარს ვამბობ პლაკატებზე და ჩემი პლაკატებით არ ავაჭრელებ ქალაქს.

ამბობს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

კომენტარები