შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო

ციხელაშვილი: მე არ მიმიღია პარლამენტიდან არანაირი წინადადება ან მოწვევა

არ ვიცი, ვისზე საუბრობთ, პირადად, მე, ნებისმიერ მოპატიჟებას პარლამენტიდან ყოველთვის სიამოვნებით ვიღებ. არ მიმიღია არანაირი წინადადება ან მოწვევა. რომ მიმეღო აუცილებლად მივიდოდი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ. ვერ ვხედავ საერთოდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას ჰქონდეს კომუნიკაციის რაიმე პრობლემა პარლამენტთან. 

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ტაბულას კითხვაზე, კითხვაზე - რატომ არ მიდიან მთავრობის წევრები პარლამენტის სხდომაზე, მაშინ როცა ევალებათ, ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად გამოცხადნენ საკანონმდებლო ორგანოში. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობამ პრემიერმინისტრს მიმართა, დაავალოს მთავრობის წევრებს, გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას. ევროპული საქართველო მიუთითებს, რომ მთავრობას ამის ვალდებულება აქვს.

კომენტარები