სექსუალური შევიწროება

ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

BBC.com

ჰოლივუდის სხვა მსახიობებთან ერთად, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუც ადანაშაულებენ. მათ ამის შესახებ NEW YORK TIMES-ის სტატიაში დაწერეს.

გვინეტ პელტროუს თქმით, 22 წლის ასაკში, ჰარვი ვაინშტაინმა ის ჯეინ ოსტინის "ემაზე" გადაღებულ ფილმში დაამტკიცა. მსახიობის თქმით, სანამ გადაღებები დაიწყებოდა ვაინშტაინმა ის ბევერლი ჰილსის სასტუმროს საკუთარ ნომერში დაპატიჟა. შეხვედრისას პელტროუს თქმით, ვაინშტაინმა მას ხელები მოკიდა და საძინებელში მასაჟის გაკეთება შესთავაზა.

"ბავშვი ვიყავი, როდესაც როლზე დამამტკიცეს. გაქვავებული დავრჩი"- თქვა მსახიობმა. 

გვინეტ პელტროუმ ამ შემთხვევის შესახებ ბრედ პიტს მოუყვა, რომელსაც ვაინშტაინთან დაპირისპირება მოუვიდა. 

მსგავსი ისტორია აქვს ანჯელინა ჯოლისაც. მისი თქმით, 1990-იანი წლების ბოლოს ჰარვი ვაინშტაინი მას სასტუმროს ოთახში ეპატიჟებოდა, მაგრამ ის არც ერთხელ არ მისულა.

"ახალგაზრდობაში ჰარვი ვაინშტაინთან მუშაობის ცუდი გამოცდილება მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე მასთან არასდროს მემუშავა და ამის შესახებ სხვებსაც ვაფრთხილებდი. მსგავსი ქცევა ქალების მიმართ მიუღებელია"- თქვა ჯოლიმ Times-თან.

5 ოქტომბერს The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მსახიობების წერილები იყო თავმოყრილი, რომლებიც ცნობილ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს. სტატიის გამოსვლის შემდეგ ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან The Weinstein's company-დან გამოაგდეს.

კომენტარები