ევრომოსამართლეობის კანდიდატები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევრომოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია

ლადო ჭანტურია
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა.

ყველაზე მაღალი შეფასება მოსამართლე ლადო ჭანტურიამ მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ხოლო მესამეზე - ოთარ სიჭინავა.

გასულ კვირას სია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია.

ლადო ჭანტურია 2014 წლის 19 თებერვლიდან საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ის  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით აირჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ ევრომოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩატარდა. ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა. 

კომენტარები