ევრომოსამართლეობის კანდიდატები

თაქთაქიშვილი: მაინტერესებს რომელი არგუმენტით ამჯობინეს გოცირიძე პაპუაშვილს?!

ძალიან ცალსახა გახდა დაპირისპირება მას შემდგომ, რაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მოძალადეები მიუგზავნეს სახლში ბატონ გიორგი პაპუაშილს და სხვა მოსამართლეებს, სწორედ იმისთვის, რომ გაეგებინებინათ მათთვის, რომ მას არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიიღო. საერთაშორისო გამოხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე არის უკიდურესად პოზიტიური. ყოველთვის ხაზი ესმებოდა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას. მაინტერესებს, რომელი სამართლებრივი, ობიექტური არგუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო მოტანილი, იმისთვის, რომ ქალბატონი ევა გოცირიძე მაგალითად კომისიის წევრებს ემჯობინებინათ ბატონი გიორგი პაპუაშვილისთვის?!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევრომოსამართლეობის კანდიდატებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები