ევრომოსამართლეობის კანდიდატები

დოლიძე ევრომოსამართლეობის კანდიდატებზე: პროცესის არასწორად წარმართვამ დაგვაზიანა

პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ძალიან მცირე ქვეყანათა შორის, სადაც არაერთხელ მიგვითითეს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ აღმიაჩინეს ქვეყნის ტერიტორიაზე სამი შესაბამისად კვალიფიციური იურისტი აგერ უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პროცესის ასე არასწორად წარმართვამ მოუტანა საკმაოდ დიდი ზიანი ჩვენს ქვეყანას, მოუტანა რეპუტაციული ზიანი და ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, დაეკარგა თვითრწმენა ჩვენს იურიდიულ პროფესიას, რომ ჩვენთან შეიძლება სამი კომპეტენტური, კვალიფიციური იურისტი მოიძებნოს, რომელსაც წარვუდგენთ საერთაშორისო საზოგადოებას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ევრომოსამართლეობის კანდიდატების შესახებ , ტაბულას კითხვას პასუხობს. ცნობისთვის, ევროსასამართლოში საქართველოდან წადგენილი კანდიდატები ორჯერ დაიწუნეს, მესამე კონკურსს კი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ომბუდსმენმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები