ავტოავარია

კახეთში გაჩერებულ სატვირთოს „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა, დაიღუპა ორი ადამიანი

metro.us

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, გზაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა. შედეგად, „ფორდ ტრანზიტში“ მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები