საუდის არაბეთი

პოლიციამ საუდის არაბეთში ქალი მანქანის მართვის გამო დააჯარიმა

Getty Images

პოლიციამ საუდის არაბეთში ქალი მძღოლი მანქანის მართვის გამო დააჯარიმა. ქალმა გადაიღო თუ როგორ მართავდა ავტომობილს ერ-რიადის ქუჩებში, სასტუმროდან გამოსული. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ის სასამართლოში დაიბარეს და დააჯარიმეს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს მართვის უფლება მისცა, კანონი, ოფიციალურად, ძალაში 2018 წლის ივნისში შედის. მანამდე ქალებს საჭესთან ჯდომის უფლება ისევ არ აქვთ.

კომენტარები