მკვლელობა

გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

Getty Images

გურიაში გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა ოზურგეთის რაიონ სოფელ გურიანთაში მოხდა. როგორც შსს-ში ამბობენ, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, სავარაუდოდ სანადირო თოფიდან.

გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

კომენტარები