იაპონია

იაპონურმა საზმაუმ აღიარა, რომ მათი ჟურნალისტი გადაღლის შედეგად გარდაიცვალა

Getty Images

31 წლის მივა სადო იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოკიოს ოფისში მუშაობდა. 2013 წლის ივლისში ის გულის შეტევით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც 159 საათი იმუშავა ზედმეტად და თვის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ დაისვენა.

ჟურნალისტის სიკვდილი ყოფილმა თანამშრომელმა რამდენიმე კვირის წინ გაახმაურა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა, რამ გამოიწვია რეალურად ჟურნალისტის სიკვდილი. მივა სადო არჩევნებიდან სამ დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გადაღლის შედეგად სიკვდილი იაპონიაში არც თუ ისე იშვიათია. იაპონიის მთავრობის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს, სამსახურთან დაკავშირებული სტრესის გამო თავი 2000-მა ადამიანმა მოიკლა, ათეულობით იაპონელს კი, გადაღლილობის შედეგად გულის შეტევა მოუვიდა. იაპონიაში შესაბამისი ტერმინიც კი დამკვიდრდა - “კაროში“ ანუ ზედმეტი სამუშაო საათების გამო გარდაცვალება.

კომენტარები