დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე სახლი დააყაჩაღეს. სასამართლომ დანაშაულში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების მასალების თანახმად, "ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ, სხვა პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. მან იარაღიანი ხელის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ფიზიკური ძალისა და ე.წ. წებოვანი ლენტის გამოყენებით, ხელ-ფეხი შეუკრა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ბრალდებული და მისი თანამზრახველი პირი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ფულად თანხას, 2 ცალ მობილურ ტელეფონსა და სხვა ნივთებს".
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ნოემბერს გაიმართება.





