ბიუჯეტი 2018

2018 წელს მთავრობა საკუთარ სახელფასო ფონდს იზრდის

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრომ 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთავრობაში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით, 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, რაც 2017 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტია.

წინა წლებში მთავრობის შენახვა მოსახლეობას იმაზე ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტებში იყო გათვალისწინებული, რადგანაც საჯარო მოხელეები ანაზღაურებასთან ერთად პრემიებსა და დანამატებს იღებენ. მაგალითად, 2016 წელს მთავრობაში 251 მილიონი ლარის დანამატები და 67 მილიონი ლარის პრემიები გაიცა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდების შემცირების/ზრდის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • მთლიანად მთავრობა - 1 397.5 მილიარდი ლარი, ზრდა 0.2%
  • პარლამენტი - 29.5 მილიონი ლარი, კლება 11%
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 7.9 მილიონი ლარი, უცვლელია
  • იუსტიციის სამინისტრო - 35.3 მილიონი ლარი, კლება 0.6%
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - 125.8 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • ფინანსთა სამინისტრო - 54.3 მილიონი ლარი, უცვლელია
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 7.6 მილიონი ლარი, ზრდა 0.4%
  • თავდაცვის სამინისტრო - 379.9 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • შსს - 390 მილიონი ლარი, ზრდა 1.1%
  • სუსი - 76 მილიონი ლარი, უცვლელია
  • სდსს - 37.1 მილიონი ლარი, უცვლელია
  • განათლების სამინისტრო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 3.2% 
  • კულტურის სამინისტრო - 56.4 მილიონი ლარი, კლება 3.4%
  • ეკონომიკის სამინისტრო - 13.6 მილიონი ლარი, ზრდა 15%
  • ლტოლვილთა სამინისტრო - 4.3 მილიონი ლარი, ზრდა 0.2%
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 30.3 მილიონი ლარი, ზრდა 5% 
  • ენერგეტიკის სამინისტრო - 2.6 მილიონი ლარი, ზრდა 1.3%
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 22.09 მილიონი ლარი, ზრდა 0.3%
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 19.7 მილიონი ლარი, ზრდა 8.5%
  • სპორტის სამინისტრო - 4.2 მილიონი ლარი, ზრდა 7%
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 4.6 მილიონი ლარი, უცვლელია
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 16.1 მილიონი ლარი, ზრდა 1.9%
  • ცესკო - 26.9 მილიონი ლარი, ზრდა 1.4%

კომენტარები