აუდიტის სამსახური

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ტაბულა

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია მან თავადაც დაადასტურა. ლომჯარია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შემოწირულობების ნაწილს უშუალოდ ზედამხედველობდა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

როგორც ლომჯარიამ კურიერს უთხრა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.

„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამკურიერთან“ საუბარში.

კომენტარები