არავის მივცემთ უფლებას რომ ლარად და კაპიკებად მიიტაცონ ჩვენი მიწები, ასე თავხედურად, ასე უტიფრად. გამოწკეპილები დადიოდნენ, ადამიანებს უჭირდეთ და შიმშილობდნენ, ხოლო მილიარდერები იტაცებდნენ ჩვენ მიწებს ლარად. აღარ იქნება ეს ასე თბილისში და ამის პასუხი არის დღეს. ჩვენ ყველა ერთად ვეუბნებით, რომ თბილისში ეს ასე არ იქნება! მესმის, იმედგაცრუებულია ხალხი და ზოგს ჰგონია, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, რომ თუ დარბაზიდან ხელების მოგრეხვით ერთხელ გამოგვიყვანენ რაღაც გაუვიდათ. არაფერიც არ გაუვიდათ! ვერც ერთი ზონდერი, ვერც ერთი შეცდომაში შეყვანილი პოლიციელი, ვერც ერთი მილიარდელი, ვერც ერთი მოძალადე ვერ გააჩერებს ჩვენს პროტესტს იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით. ჩვენ ფულისთვის არ ვიბრძვით
tbl.ge/2j7m
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, აქციაზე "არა, ივანიშვილი-კალაძის მტაცებლობას!"
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)