ევროპული საქართველო

გაბაშვილი: 1 ლარად ვერ დაიტაცებთ მიწებს, საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი!

ივანიშვილი თავის ეზოს უერთებს ტერიტორიას, რომელსაც პარავს თბილისს, პარავს თითოეულ თქვენთაგანს და ამას აკეთებს აბსოლუტურად თავხედურად. გაოგნებული ვიყავი - კი ბატონო, არასწორი გადაწყვეტილება, კი ბატონო, თავხედობა, მაგრამ რატომ ასეთი თავხედობა, რატომ სამი კვირით ადრე არჩევნებამდე?! იმიტომ, რომ ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ყველაფერს გადავყლაპავთ, ხალხი ყველაფერს გაატარებს, ხალხი ყველაფერს აპატიებს, რომ ხალხში არის აპათია, ხალხი არის ინდიფერენტული, ხალხი არ ღელავს. არ არსებობს ასეთი სითავხედე ვინმეს შერჩეს. არც თბილისია ისეთი ქალაქი და არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს! არ გამოვა, რომ მილიარდერმა ქალაქში, მოტაცოს და მოპაროს ბოტანიკური ბაღის მიწა და შეუერთოს თავის ეზოს. არ გამოვა, რომ გამოწკეპილი კალაძე ფოტოშოპში გადაღებული ვითომ მწვავე ნარგავებით, ვითომ გალამაზებული თბილისით, იწონებდეს თავს და დღეს ვაჟბატონებს, ქართულ ოცნებას, თავისი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია ჰქონდათ - „ჩემი საქართველო აქ არის“ - ყველას საქართველო აქ არის თქვენი ბოსტანი! საქართველო არ არის თქვენი ეზო! საქართველო არ არის თქვენი საკუთრება! თბილისი არ არის თქვენი საკუთრება! თქვენ არ შეგიძლიათ ერთ ლარად დატაცოთ თბილისის მიწები

ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს პირველი ნომერი, გოკა გაბაშვილი აქციაზე "არა, ივანიშვილი-კალაძის მტაცებლობას!"

კომენტარები