არასათანადო მოპყრობა

მღებრიშვილი: არ მინდა, ომბუდსმენი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს

გიორგი მღებრიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

შინაგან საქმეთა მინისტრი ბრალდებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, მას "არ უნდა, რომ ომბუდსმენი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს". შს მინისტრმა სახალხო დამცველს ურჩია, ინფორმაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმოს.

ბრალდებულისგან მსგავსი ჩვენებები არ მიკვირს, ეს არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება. მე უბრალოდ ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ინფორმაციის გადამოწმება ჩვენთან და მიიღებდა აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალეები, ობიექტურები, ტრანსფარანტულები ყველა საკითხთან მიმართებაში. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილეა საჭირო, როცა პოლიციელებთან მიმართებაში ვაკეთებთ განცხადებას“, - თქვა გიორგი მღებრიშვილმა. 

დღეს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 22 სექტემბერს დაკავებულ ადამიანს აღიარებითი ჩვენების მიცემისთვის სცემეს, თავზე პარკი ჩამოაცვეს და ოჯახის წევრების გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. ომბუდსმენმა საქმის გამოძების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, ბრალდებულმა ს.მ ორ პირთან ერთად, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს "ალფას" დაყაჩაღებისთვის დააკავეს. უწყებისვე ცნობით, შსს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე სამივე დაკავებულს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ბრალდებულ ს.მ-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

კომენტარები