ცხადია, როგორც მიმდინარეობდა სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალკვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები, არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი.
tbl.ge/2iz7
დაკოპირდა

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძის შეფასებით, სახელმწიფო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.
ამავე თემაზე
- TI: ECHR-მა, 2020 წელს, აქციაზე ლექსო მაჭავარიანის დაკავების საქმეზე დარღვევა დაადგინა
- ECHR-მ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო
- მაჩალიკაშვილის საქმე არ გაგრძელდება, ოჩიგავას საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება – სსს
- ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს
- ჩუგოშვილი: სტრასბურგიდან მიღებული სამი უმძიმესი გადაწყვეტილება ენმ-ის განაჩენია




