საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა, გაქცევა სისუსტის ნიშანია

ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა. გაქცევა, მოგეხსენებათ, არის სისუსტის ნიშანი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. პირველი იყო გაქცევა კომისიიდან, მეორე გაქცევა იყო დიალოგის მაგიდიდან აგვისტოში, მესამე გაქცევა იყო დღეს. [...] ისინი გარბიან, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ პასუხების მოსმენის, დიალოგის და დისკუსიის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წელში გამართულები და ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული ჩვენ მიერ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვაზე, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების გარდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.

კომენტარები