Narcos

პედრო პასკალი: NARCOS ვერ გაგრძელდება თუ შემოქმედებითი ჯგუფი დაცული არ იქნება

Netflix

სერიალ Narcos-ში ერთ-ერთი მთავარი როლის, ხავიერ პიენას, შემსრულებელმა, პედრო პასკალმა, შოუს გაგრძელება გამორიცხა მანამ, სანამ შემოქმედებითი ჯგუფი დაცული არ იქნება.

10 სექტემბერს ნარკოსის გადაღების ლოკაციის მენეჯერი კარლოს მუნოზ პორტალი, მექსიკაში მოკლული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. პორტალი მექსიკაში სერიალისთვის შესაფერის ლოკაციებს ეძებდა. 

პედრო პასკალმა პორტალის მკვლელობა ტრაგიკულ მოვლენად შეაფასა.

"შოუ ვერ გაგრძელდება თუ ეს უსაფრთხო არ იქნება. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. თუ მათ (ნეტფლიქსს) შოუს გაგრძელება უნდათ, უსაფრთხოების საკითხები უნდა მოაგვარონ."- თქვა პედრო პასკალმა TMZ-თან საუბარში.

კომენტარები