ისრაელი

პალესტინელმა მამაკაცმა ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა

Reuters

დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლების შესასვლელში პალესტინელმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა.

გარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

37 წლის პალესტინელი შეიარაღებული მამაკაცი მოგიანებით პოლიცისთან დაპირისპირებისას მოკლეს. იგი ოთხი შვილი მამა აღმოჩნდა, რომელსაც ებრაულ დასახლებაში მუშაობის უფლება ჰქონდა მიღებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ჰამასის და ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებების განცხადებით ისინი მიესალმებიან ამ ფაქტს.

კომენტარები