სიტყვის თავისუფლება

ნოდია ასლის დაჯარიმებაზე: სასამართლო კონსტიტუციას არღვევს "თავისიანების" დასაცავად

საქართველოს სასამართლო ებრძვის სიტყვის თავისუფლებას, როგორც ასეთს. ამასთან ნიშანდობლივია, რომ მან პირველი გადაწყვეტილება, რითაც სიტყვის თავისუფლების პრინციპს ღიად დაუპირისპირდა, მიიღო კორპორაციული ნიშნით, ანუ დასაჯა მოქალაქე საკუთარი კორპორაციის წევრის, მოსამართლე კაკაბაძის, შეურაცხყოფისთვის. ანუ ერთია, რომ სასამართლო კონსტიტუციას არღვევს, მეორეა, რომ ის ამას აკეთებს "თავისიანების" დასაცავად.

აქ ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეა ადამიანი, ვინც, შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, საჯაროდ მოითხოვდა დამოუკიდებელი ტელევიზიის დასჯას სასამართლოს კრიტიკისთვის. მიუხედავად ამისა, თვის დროზე ამ ადამიანის კანდიდატურას მხურვალედ დაუჭირა მხარი ზოგმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ში ფადი ასლის დაჯარიმებაზე. მოსამართლისთვის "კორუმპირებულის" წოდების გამო, ბიზნესმენი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს

კომენტარები