ევროპული საქართველო

გიგი წერეთელი ბუნდესტაგის არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი წერეთელი გერმანიაში, ბუნდესტაგის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია. 

გერმანიის მთავრობის თხოვნით, ეუთომ გერმანიაში სადამკვირვებლო მისია გაგზავნა. გიგი წერეთელი, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტია, გერმანიაში არჩევნების მისიის სპეციალურ კოორდინატორად ეუთოს თავმჯდომარის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მიერ დაინიშნა. 

გერმანიაში მიმდინარე არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები მალე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა საარჩევნო უბნები. 

კომენტარები